SchoolCat.ge სკოლის ქონების მართვისთვის

მზადყოფნის გამოხატვის ვადა

გაგვიზიარეთ თქვენი სკოლის პასუხი ვადის ამოწურვამდე.

31დღე 12საათი 59წუთი 03წამი
0/ 20

სკოლამ დაადასტურა მზადყოფნა

მიზნამდე დარჩა 20 სკოლა.

SchoolCat-ის ისტორია

SchoolCat 2015 წელს დავიწყეთ. ეს ჩვენი მეორე პროექტია BiblioCat-ის შემდეგ და სკოლებს ინვენტარის აღრიცხვაში ეხმარება.

რატომ ვატარებთ გამოკითხვას?

SchoolCat-ის ამჟამინდელი ვერსიით მუშაობის გაგრძელება უსაფრთხო აღარ არის. ამიტომ სისტემა სრულად უნდა გადავწეროთ, დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით.

ხელოვნურმა ინტელექტმა PHP-ის ბირთვში უსაფრთხოების ხარვეზი აღმოაჩინა. სისტემა მოწყვლადია თავდასხმების მიმართ, რამაც შეიძლება პერსონალური მონაცემების გაჟონვა გამოიწვიოს.

Forbes Georgia — მეტი PHP-ის ხარვეზების შესახებ

ამ სამუშაოს დრო და მნიშვნელოვანი ხარჯი სჭირდება. სანამ მუშაობას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, სჭირდებათ თუ არა სკოლებს ეს სერვისი. ამ ეტაპზე ვატარებთ გამოკითხვას, რათა გავიგოთ, არის თუ არა მინიმუმ 20 სკოლა მზად წლიური გამოწერისთვის.

წლიური გამოწერა

სტანდარტული გამოწერა

300 ₾ / წელიწადში

წლიური წინასწარი გადახდა

BiblioCat-ის მომხმარებლებისთვის

150 ₾ / წელიწადში

50%-იანი ფასდაკლება

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

  1. შედით სკოლის ანგარიშით.
  2. მიუთითეთ, მზად ხართ თუ არა გამოწერისთვის.

პასუხი ფინანსურ ვალდებულებას არ გაკისრებთ.

სკოლის ანგარიში

ხშირი კითხვები

როდის დაიწყება გამოწერის ვადა?

12 თვე აითვლება თქვენი სკოლის ახალ სისტემაზე გადასვლის დღიდან.

რა გამოჩნდება საჯაროდ?

მხოლოდ იმ სკოლების საერთო რაოდენობა, რომლებმაც მზადყოფნა გამოხატეს.